Tuesday, December 11, 2018
ნოვრუზი უძველესი დღესასწაულია და იგი ბევრ ქვეყანაში აღინიშნება: ბალკანეთში, თითქმის მთელს ახლო აღმოსავლეთში, შუა აზიასა და მონღოლეთში.
ნოვრუზი ირანული კალენდრის პირველი დღეა, რომელიც გაზაფხულის ბუნიობას – დღისა და ღამის გათანაბრებას ემთხვევა. გარდა ამისა, სპარსულ და ტაჯიკურ ენებზე სიტყვა “ნოვრუზი”, ანუ “ნავრუზი” “ახალ დღეს” ნიშნავს. ის პირველად ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში, ახემენიდების მმართველობის პერიოდში მოიხსენიება. ამ დღეს მეფისთვის ყველაზე ძვირფას შესაწირავს იღებდნენ. ტრადიციამ დროთა განმავლობაში სახე იცვალა, თუმცა გაზაფხულის პირველ დღეებში დღესასწაულს დღესაც დიდებულად აღნიშნავენ.
ნოვრუზს აზერნაიჯანში, სადაც “ნოვრუზ ბაირამს” უწოდებენ, თავისი საოცარი და განუმეორებელი ტრადიცია აქვს. სიტყვა “ბაირამი” თურქული წარმოშობისაა და დღესასწაულს ნიშნავს. როგორც სჩანს, აზერბაიჯანული ნოვრუზი, როგორც ირანული, ისე თურქმენული კულტურების ნაწილია.
წყარო http://dlmn.info/ge/novruz-bairami-uzvelesi-tradiciebis-memkvidreoba/
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment